სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. საქმის განხილვა სასამართლოში ამ წუთებში დაიწყო.

მოსამართლეს განცხადებით მიმართა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკური დაკვეთით მიმდინარეობს, რაზეც მოსამართლემ მას შენიშვნა მისცა.

„მიგვაჩნია, რომ ეს საქმე პოლიტიკური დაკვეთით მიმდინარეობს. გვქონდა აცილების მოთხოვნის იდეა, მაგრამ თავს შევიკავებთ ამ წუთას“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მოსამართლე ჯემალ კოპალიანის თქმით, ეს განცხადება სასამართლოს შეურაცხყოფაა.

„ეს შეურაცხყოფაა სასამართლოსი. მეორედ გაიმეორებთ და გაგაძევებთ“, – მიმართა მოსამართლემ ბექა ბასილაიას.

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული ელგუჯა ცომაიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს.