სასამართლო დოკუმენტის თანახმად, დონალდ ტრამპის გოლფის კლუბის მახლობლად დაკავებულმა პირმა რამდენიმე თვით ადრე დაწერა წერილი, სადაც ტრამპის მკვლელობის განზრახვის შესახებ წერდა
გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულმა პირმა დატოვა წერილი, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ წერდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სასამართლო დოკუმენტის თანახმად, დონალდ ტრამპის გოლფის კლუბის მახლობლად დაკავებულმა შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე თვით ადრე დაწერა წერილი, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის განზრახვის შესახებ წერდა.
„ეს იყო დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა“, – ნათქვამია წერილში.
პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, წერილი მოწმის სახლში დატოვეს რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ინციდენტი მოხდებოდა. წინასწარ დაწერილი წერილი, როგორც ჩანს, წინ ასწრებს მკვლელობის წარუმატებელ მცდელობას.
„მე ვერ გაგიმართლეთ იმედები. ვცადე, როგორც შემეძლო და გამოვიყენე მთელი ჩემი სიმამაცე. ვინც ამ საქმეს დაასრულებს, 150 000 დოლარს შევთავაზებ“, – აღნიშნულია წერილში.