სარკინიგზო კატასტროფა მოხდა თურქეთში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიანდაგიდან სარკინიგზო შემადგენლობის ხუთი ვაგონი გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები და დაღუპულები.
მატარებელი კაპიკულედან სტამბოლში მიემართებოდა. ავარია თურქეთის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში მოხდა.
დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.