24-25 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 1,690 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
უწყების ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, ათას-ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.