თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, საზღვარზე მიმოსვლა 12 საათით შეწყდა. სარფის საბაჟო დილის 08.00 საათიდან ჩაკეტილია.
მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ შემოსავლების სამსახურმა მოქალაქეები რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა, რის გამოც სარფის საბაჟოზე ამ დროისთვის სიწყნარეა. ადგილზე არც მგზავრები იმყოფებიან და არც ავტომანქანები.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაინტერესებულ პირებს 22 მარტის, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე თურქეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საბაჟო გამშვები პუნქტების – „ვალესა“ და „კარწახის“ მომსახურებით სარგებლობა ურჩია.