სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისში, როსტევანის ქუჩაზე 4 აპრილიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, როსტევანის ქუჩაზე 4 აპრილიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მსვლელობისას შეზღუდვა მირიან მეფის ქუჩიდან ჭაშნაგირის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთსა და როსტევანის ქუჩაზე ოთხი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
„მირიან მეფის ქუჩიდან როსტევანის ქუჩისკენ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება თინათინის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, ასმათისა და ნ. აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების გამოყენებით. ამავე ქუჩების დახმარებით, მოძრაობა თავისუფალი იქნება როსტევანის ქუჩიდან მირიან მეფის ქუჩის მიმართულებით.
ასევე სატრანსპორტო გადაადგილება შესაძლებელი იქნება ოთხი ათასი მესხის, ფარსადანისა და ჭაშნაგირის ქუჩებზე“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ამასთან, უწყების ცნობით, მუნიციპალურ ტრანსპორტს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არ შეეხება.