სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სამგორისა და კრწანისის რაიონებში აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სამგორისა და კრწანისის რაიონებში აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

ხვალ, 24 აგვისტოს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბურჯანაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, სარეაბილიტაციო პროექტში კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა – შეცვალა 1.3 კმ სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 30 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 18 საკვანძო ჭა და რვა სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

„ბურჯანაძის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 24 აგვისტოს დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 24 აგვისტოს საღამოს 23:00 საათიდან, 26 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში – იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველის, გვაზავას, ცისკარას (გურჯიევის), ოდიშელიძის, ფრისის ქუჩებს.

სოფლებს: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარსა და ფოლადაანთკარს.

ნავთლუღის მე-2 დასახლებაში – რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩებს, ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომისა და მიმდებარე დასახლებებს.

კრწანისის რაიონში – ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფელ ფონიჭალასა და ჭალას, გიგანტისა და ზოოვეტის დასახლებებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.