ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალსაცავიდან ლამი ამოაქვთ და სადერივაციო გვირაბში ბურღვა-ცემენტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი 20 იანვარს გაჩერდა. რეაბილიტაციის პროცესი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მილიონი ევროა. აქედან, შვიდი მლნ ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ კი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.