სარა სანდერსი - ტრამპის გაპრეზიდენტება ღმერთს სურდა
სარა სანდერსი - ტრამპის გაპრეზიდენტება ღმერთს სურდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება ღმერთს სურდა.

სანდერსმა ინტერვიუ ქრისტიანული მაუწყებლობის კავშირს მისცა.

„სხვადასხვა დროს ღმერთი მოგვიწოდებს, სხვადასხვა როლი შევასრულოთ. ვფიქრობ, მას სურდა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო”,- განაცხადა სარა სანდერსმა.

აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა სირიაზეც ისაუბრა.

„პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქრისტიანებს, მხარს ვუჭერთ ქურთებს. ისინი, ვინც ამბობენ, რომ პრეზიდენტი პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს, უბრალოდ ვერ ხვდებიან ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიზანს”, – აცხადებს სარა  სანდერსი.