სარა სანდერსი-აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს
აშშ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა განაცხადა.
„ჩვენ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას განვიხილავთ და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული“, – აღნიშნა სარა სანდერსმა.
შეგახსენებთ, მანამდე CBS News-მა გაერო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 16 აპრილს გამოაცხადებს.
ტელეკომპანიის ცნობით, სანქციები იმ საწარმოებს შეეხება, რომლებიც ასადს ტექნოლოგიებით ამარაგებენ.