საქველმოქმედო აქციაზე მოკლული ქალაქ გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი დაკრძალეს. მერის ცხედარი სოლიდარობის მოძრაობის მუზეუმიდან გამოასვენეს.
მოკლული მერის ხსოვნას პატივი ათასობით ადამიანმა მიაგო. ადამოვიჩი გასულ კვირას ერთ-ერთ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს. მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც თავდამსხმელმა განაცხადა, ის პოლონეთის ყოფილმა მთავრობამ უკანონოდ დააპატიმრა და ციხეში აწამა. სწორედ ეს დაასახელა თავდასხმის მოტივად. როგორც ცნობილია, 27 წლის მამაკაცი რამდენჯერმე იყო ნასამართლევი, მათ შორის ბანკების ძარცვისთვის.
ადამოვიჩის მკვლელობის გამო პოლონეთში გლოვა გამოცხადდა. სოლიდარობის ნიშნად დროშები დაუშვეს ბრიუსელში ევროკომისიის შენობასთანაც.
პაველ ადამოვიჩი გდანსკის მერის თანამდებობას 1998 წლიდან იკავებდა.