საქსტატში არ გამორიცხავენ, რომ მაისში ლარის კურსის რყევებმა ივნისის ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს
საქსტატში არ გამორიცხავენ, რომ მაისში ლარის კურსის რყევებმა ივნისის ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ ლარის კურსის რყევებმა მაისის თვეში ივნისის თვის ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

როგორც საქსტატის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, თუ ფასები გაიზრდება, რეალური ზრდა შედარებით დაბალი იქნება.

„ეს გარკვეულწილად კავშირშია და შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ უარყოფით გავლენას. თუ ფასების ინდექსი გაიზრდება, შესაბამისად, ნომინალური ზრდის მიუხედავად, რეალური ზრდა შედარებით დაბალი იქნება და ეს აისახება საშუალოვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა.