საქსტატში აცხადებენ, რომ 2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა
საქსტატში აცხადებენ, რომ 2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ 2022 წლის ივნისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება წარადგინა.

გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2022 წლის ივნისში – წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 10,5 პროცენტით განისაზღვრა.

მისივე ინფორმაციით, ამა წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგია, აირი, სასტუმროები, რესტორნები და სხვა. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში.