საქსტატის წინასწარი შეფასებით, აპრილში ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია.
2020 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება საქსტატმა გამოაქვეყნა.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში.
ამასთან, ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.