საქსტატის წინასწარი შეფასების მიხედვით, სექტემბერში რეალური მშპ-ის ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.2 პროცენტით განისაზღვრა
საქსტატის წინასწარი შეფასების მიხედვით, სექტემბერში რეალური მშპ-ის ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.2 პროცენტით განისაზღვრა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს.

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.2 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში.