საქსტატის შვიდი თვის მონაცემებით, საექსპორტო ათეულში მოწინავე ადგილები სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა
საქსტატის შვიდი თვის მონაცემებით, საექსპორტო ათეულში მოწინავე ადგილები სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში მოწინავე ადგილები სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა, ფეროშენადნობებისა და მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა დაიკავა.

„ სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში 2018 წლის იანვარ-ივლისში, პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 278.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19.1 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 205.9 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 14.2 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 203.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 14.0 პროცენტი შეადგინა“- აღნიშნულია საქსტატის შვიდი თვის მონაცემებში.

საქსტატში განმარტავენ, რომ 2018 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: აზერბაიჯანი (251.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (240.8 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (172.6 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (828.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (520.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (505.5 მლნ. აშშ დოლარი).

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1 000.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (760.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (611.7 მლნ. აშშ დოლარი).