სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 941,6 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტლის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4,4 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი
გაიზარდა 6,6 პროცენტით.
ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები (12,6 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (10,6 პროცენტი), მშენებლობა (9,3 პროცენტი), ვაჭრობა (9,3 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (7,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და
მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (5,1 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება (5,0 პროცენტი), კავშირგაბმულობა (4,9 პროცენტი).
კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში (-2.8 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (18,7 პროცენტი) და მრეწველობა (17,0 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,7 პროცენტი), მშენებლობა (10,2 პროცენტი),
სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,6 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6,8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,6 პროცენტი).