საქსტატის მონაცემებით, საქართველოში პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27 წელი, მამაკაცებისთვის კი, 30 წელია
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27 წელი, მამაკაცებისთვის კი, 30 წელია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის 27.7, ხოლო მამაკაცებისთვის 30.4 წელი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობამ 23 202 შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ – 10 288. 2017 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვმა 23 684 შეადგინა, 2016-ში კი, 25 101. საქართველოში ქორწინებებისათვის ყველაზე პოპულარული სეზონი შემოდგომაა, რომელზეც ქორწინებათა 32 პროცენტი მოდის.

აღსანიშნავია, რომ ქორწინების რიცხვის შემცირების პარალელურად, პირველი ქორწინების ასაკი ბოლო წლებში იზრდება. 2016 წელს ქალისთვის პირველი ქორწინების საშუალო ასაკი 27.2 წელი იყო, კაცების კი 30.1; 2017-ში ქალისთვის 27.4, კაცისთვის – 30.2 წელი. 10 წლის წინ, 2008 წლის მონაცემებით, ქალების პირველი ქორწინების საშუალო ასაკი 25 წელი, მამაკაცებისთვის კი 28.8 წელი იყო.