საქსტატის მონაცემებით, იანვარში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა, რამაც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 195.6 ლარი შეადგინა
საქსტატის მონაცემებით, იანვარში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა, რამაც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 195.6 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. 2020 წლის დეკემბერში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 192.5 ლარი იყო, მიმდინარე წლის იანვარში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარითა და 10 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 195.6 ლარი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, დეკემბერთან შედარებით, იანვარში 2.7 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 173.2 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.