პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 189 ადამიანი ემსხვერპლა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 189 ადამიანი ემსხვერპლა. სულ, ქვეყანაში 2 762 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან, 78 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 3 595 ადამიანი.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ ორ კვარტალში ქვეყანაში 6 286 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 28 ადამიანი, ხოლო ტრავმა მიიღო 79-მა. ხანძრების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 241 შენობა-ნაგებობა განადგურდა.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილია 8 დანაშაული, აქედან შსს-ს მიერ ხუთი საქმეა გახსნილი.