საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 20 პროცენტამდე გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 20 პროცენტამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია მამაკაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო მამაკაცებში – 2.9 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.5 პროცენტული პუნქტით.