საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი სისხლის მიმოქცევისა და სიმსივნური დაავადებებით გარდაიცვალა
2019 წელს საქართველოში 46,659 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 24,019 კაცი და 22,640 ქალი. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სისხლის მიმოქცევის დაავადებებზე მოდის, რომლებიც გასულ წელს 21,448 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. მეორე ადგილზეა სიმსივნური დაავადებები, რომლებიც 7,873 ადამიანის გარდაცვალების მიზეზად სახელდება.
2295 ადამიანის გარდაცვალება კი, საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს ტრავმებმა, მოწამვლებმა და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთმა სხვა შედეგებმა გამოიწვია.
გარდაცვალების წამყვან მიზეზებად ასევე სახელდება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები, სასუნთქი სისტემის დაავადებები და სხვა.