საქსტატის ინფორმაციით, შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 5,6%-ით გაიზარდა
საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წელს გაცემულია 10 095 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტი), 7 434.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 42.8 პროცენტით მეტი).
მათივე ცნობით, ნებართვების 74.4 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.8 პროცენტი ქ. თბილისზე, 9.2 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.9 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.
„აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 29.5 პროცენტი – ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 11.7 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, ხოლო 9.5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე სულ, 2021 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 759.8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 3.9 პროცენტით მეტი) 2 347 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 10.0 პროცენტით მეტი)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.