საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში 1236 ობიექტი მიიღეს
საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში 1236 ობიექტი მიიღეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4991 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,0 პროცენტით მეტი) 3520,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,5 პროცენტით მეტი).

საქსტატის ინფორმაციით, ნებართვების 71,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 11,1 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე ნაწილდება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 36,4 პროცენტი თბილისზე, 15,0 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება.

სულ, 2019 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1370,6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 47,6 პროცენტით მეტი) 1236 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 6,3 პროცენტით მეტი).