საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ადგილობრივი ექსპორტი 31.8 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 592.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 31.8 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 66.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.4 პროცენტით გაიზარდა და 3 704.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.
უწყების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: ჩინეთი – 694.8 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი – 536.1 მილიონი აშშ დოლარითა და ბულგარეთი – 419.9 მილიონი აშშ დოლარით.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტილიონი – 453.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები – 281.4 მლნ. აშშ დოლარით.