საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტად გაძვირდა სურსათი და ალკოჰოლური სასმელები.
კერძოდ, ხილის ფასმა – 28 პროცენტით მოიმატა, რძე, ყველი და კვერცხი 15.0 პროცენტით გაძვირდა, ხორცი და ხორცის პროდუქტები -14.2 პროცენტით, თევზეული – 12.4 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -10.5 პროცენტი, ზეთი – 8.1 პროცენტით, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები – 70.8 პროცენტით, ხოლო ბოსტნეული და ბაღჩეული – 7.0 პროცენტით.
საქსტატის ინფორმაციით, ერთ წელიწადში ასევე გაძვირდა პური და პურპროდუქტები 5.1 პროცენტით.
ამასთანავე, თამბაქოსა და მისი ნაწარმის ფასი 20.3 პროცენტით გაიზარდა, ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასები 3.3 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.
2020 წელს ეროვნულმა ბანკმა სამპროცენტიანი მიზნობრივი ინფლაცია განსაზღვრა, თუმცა ამ მაჩვენებლამდე ჩამოსვლას სებ-ი წლის ბოლომდე არ ელოდება.