2020 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთწლიან ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირებულია ხილი – 18%-ით, თევზეული 13,5%-ით, ზეთი და ცხიმი 11,9%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 11,7%-ით, პური და პურპროდუქტები – 9%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 8,8%-ით.