საქსტატი - წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.9 პროცენტით შემცირდა
საქსტატი - წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.9 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 339.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 338.2 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 26.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე, ხოლო იმპორტი 1 001.6 მლნ. აშშ დოლარი, ანუ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით შემცირდა 10.2 პროცენტით.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარში 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5 პროცენტია.