საქსტატი - თებერვალში ბოსტნეული 34.0 პროცენტით, ხოლო პური 20.8 პროცენტით გაძვირდა
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 13.7 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფზე.
საქსტატის მონაცემებით, ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 45.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ყველაზე მეტად, 68.4 პროცენტით ფასები გაიზარდა ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე.
წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება 58.0 პროცენტით გაძვირდა. ფასების ზრდის ტენდენცია ნარჩუნებოდა იანვარშიც სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.61 პროცენტული პუნქტით აისახა. ბოსტნეული და ბაღჩეული 34.0 პროცენტით გაძვირდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 23.4 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 20.8 პროცენტით, თევზეული – 18.2 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 17.4 პროცენტით, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.6 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი – 14.4 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები კი – 11.0 პროცენტით.