სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უძრავი ქონება ახალაშენებულ მრავალბინიან კორპუსებში თბილისში ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა, ყველაზე იაფი კი – სამგორში. რაც შეეხება კერძო სახლებს, აქაც ღირებულებით პირველ ადგილზე მთაწმინდაა, ხოლო ბოლოზე – გლდანი.
საქსტატის ცნობით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 4.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება ბინების ფასს უბნების მიხედვით, 1მ² ფასი ბინების სეგმენტში ასე ნაწილდება:
მთაწმინდა – 5 737 ლარი;
ვაკე – 5 247 ლარი;
საბურთალო – 4 036 ლარი;
ჩუღურეთი – 3 960 ლარი;
დიდუბე – 3 648 ლარი;
კრწანისი – 3 635 ლარი;
ნაძალადევი – 3 581 ლარი;
ისანი – 3 449 ლარი;
გლდანი – 3 425 ლარი;
სამგორი – 3 232 ლარი.
მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების (4.8%-ით), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.6%-ით). 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 14.4%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 16.8%-ით.