სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფში.
საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები 6.1 პროცენტით მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე, 4.4 პროცენტით პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე და 2.1 პროცენტით სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე;
ამასთან, ფასები 4.9 პროცენტით გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 7.2 პროცენტით გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე, ისე 2.0 პროცენტით თამბაქოს ნაწარმზე;
სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 11.1 პროცენტით გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე, ისე 6.4 პროცენტით საზოგადოებრივ კვებაზე. რაც შეეხება ფასების კლებას, კავშირგაბმულობის ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა.