საქართველოში სოციალური უთანასწორობა გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მონაცემები გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2017 წელს ე.წ. ჯინის კოეფიციენტმა 41 შეადგინა. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 40 იყო.
საქსტატის ცნობით, ჯინის კოეფიციენტი – ესაა მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის შემოსავლებს შორის უთანასწორობა იზომება. მასში „0“ აღნიშნავს ყველაზე თანასწორს, 1 (100%) კი უთანასწორს.
მაგალითად, თეორიულად, თუ ქვეყანაში ცხოვრობს 1000 ადამიანი და ყველას თანაბარი შემოსავალი აქვს, ჯინის კოეფიციენტი ნულია, ხოლო როდესაც შემოსავალი აქვს მხოლოდ ერთ ადამიანს, კოეფიციენტი 100%-ს შეადგენს.
2013-დან 2016 წლამდე საქართველოში ჯინის კოეფიციენტი 40%-ს შეადგენდა.