საქსტატი - საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.2%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 828.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 25.2 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 3 822.3 მლნ აშშ დოლარი იყო (26.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 006.0 მლნ აშშ დოლარი (24.5 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 5 183.6 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტი შეადგინა.