საქსტატი - საქართველოში მშენებლობების ღირებულების ინდექსი მეორე კვარტალში 0.7 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - საქართველოში მშენებლობების ღირებულების ინდექსი მეორე კვარტალში 0.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში მშენებლობების ღირებულების ინდექსის ზრდის გამო, მიმდინარე მშენებლობების თვითღირებულება გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 6.8 პროცენტიანი ზრდით, რაც 3.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ამასთან, ამავე პერიოდში სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შემცირდა 8.4%-ით, რამაც -2.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, – ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

პირველ კვარტალთან შედარებით კი ინდექსი 0.7 პროცენტით არის გაზრდილი.