საქსტატი - საქართველოში მკვლევართა ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მუშაობს
საქართველოში მკვლევართა ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 500-მდე ადამიანია დასაქმებული. ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის 2018 წლის მაჩვენებლებით, მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს, რომელთა საერთო რიცხოვნობა 2 745 ერთეულს შეადგენს.
მათივე ინფორმაციითვე, 2018 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 56 დაწესებულება, საიდანაც 47 ერთეული წარმოადგენდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. მათ მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 128.3 მილიონი ლარი შეადგინა.