საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4,894 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24,5 პროცენტით მეტია.
სტატისტიკით, ექსპორტი 1,284 მილიარდი დოლარი იყო (28.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3,6 მილიარდი დოლარი (23.3 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მაისში 2,3 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.5 პროცენტი შეადგინა.