საქსტატი - რესპონდენტების უმრავლესობა აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შესახებ მეტი ინფორმაცია ესაჭიროება
საქსტატი - რესპონდენტების უმრავლესობა აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შესახებ მეტი ინფორმაცია ესაჭიროება

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების უმრავლესობა აცხადებს, რომ „კოვიდ- 19“-თან დაკავშირებით ესაჭიროებათ ინფორმაცია, რომელთაგან ყველაზე ხშირად სახელდება: ინფორმაცია „კოვიდ- 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ (43.0%), ინფორმაცია „კოვიდ- 19“-ის გავრცელების შესახებ (13.8%), ინფორმაცია „კოვიდ- 19“-ის, როგორც დაავადების შესახებ (13.4%), ინფორმაცია შეზღუდვების შესახებ (10.7%), ინფორმაცია პრევენციული ზომების შესახებ (3.9%), ინფორმაცია კარანტინის შესახებ (1.9%), ინფორმაცია სახელმწიფო დახმარებების შესახებ (1.5%), ინფორმაცია ტესტირების შესახებ (1.1%), ინფორმაცია ჰიგიენის დაცვის შესახებ (0.2%), ხოლო არანაირი სახის ინფორმაცია არ ესაჭიროება რესპონდენტთა 42.3 პროცენტს.

ამასთან, საქსტატის გამოკვლევა ასევე ითვალისწინებდა COVID-19-ის გავლენის შეფასებას ბავშვთა განვითარებასა და ცხოვრების წესზე. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 5-17 წლის ასაკის ბავშვების 31.9 პროცენტი, კვირის სამუშაო დღეებში ღამით ყოველთვის ერთსა და იმავე დროს იძინებს, 39.9 პროცენტი – ძირითადად ერთსა და იმავე დროს, 15.4 პროცენტი – ხანდახან, 9.7 პროცენტი – იშვიათად, ხოლო 2.2 პროცენტი არასდროს იძინებს ღამით ერთსა და იმავე დროს.

2020 წლის აპრილში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამდე პერიოდთან შედარებით, 5-17 წლის ასაკის ბავშვების 69.9 პროცენტის ძილის გრაფიკი არ შეცვლილა, 19.8 პროცენტის გაუარესდა, ხოლო 7.7 პროცენტის – გაუმჯობესდა.

დატოვე კომენტარი