საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 165.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდზე 41.7 პროცენტით ნაკლებია.
შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის, საქსტატი ისევ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებასა და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს.
2020 წლის პირველ კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებია – გაერთიანებული სამეფო ( 44.2 პროცენტით), აშშ (17.0 პროცენტით), პანამა (11.9 პროცენტით).