საქსტატი - ოქტომბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2.6 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 17.7 პროცენტიანი ზრდა.
საქსტატის ცნობით, 2021 წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 2.1 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.13 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (2.8 პროცენტი), რამაც 2.24 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.
„ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება ძირითად ლითონებზე (10.2 პროცენტი) და კვების პროდუქტებზე (2.6 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 1.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.19 პროცენტული პუნქტი შეადგინა“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.