საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციამ 0.7 პროცერტი შეადგინა, წლიური ინფლაცია კი 2016 წლის დეკემბრის შემდეგ მინიმალურ დონეზეა და 1.9 პროცენტს შეადგენს.
ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით ყველაზე მეტად ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. ფასების ზრდამ ამ ქვეჯგუფში 5.7 პროცენტი შეადგინა. 3.3 პროცენტით გაძვირდა რძე, ყველი და კვერცხი; 1,8 პროცენტით – ხორცი და ხორცის პროდუქტები. ამასთან, ფასები 8.3 პროცენტით შემცირდა ხილსა და ყურძენზე.
მთლიანობაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4-პროცენტიანი მატება ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ავეჯის, საოჯახო ნივთებისა, სახლის მოვლის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით. ფასები მომატებულია ძირითადი ელექტრონული ან არაელექტრონული საოჯახო მოწყობილობების ქვეჯგუფში (3.8 პროცენტი).
დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფში ფასები ნოემბერში გაიზარდა ორი პროცენტით. ფასების მატება დაფიქსირდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (4.6 პროცენტი).