მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოდან თხილის ექსპორტი 52 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
საქსტატის მონაცემებით, გასული წლის ნოემბერში ექსპორტმა 1 900 ტონა შეადგინა, წელს კი 915 ტონა. შემცირდა თხილის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში 39-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი.
ამის მიუხედავად, მთლიანი ექსპორტი საქართველოდან ნოემბერში 20 პროცენტით გაიზარდა, 11 თვეში ექსპორტის ზრდამ კი 24 პროცენტი შეადგინა და მაჩვენებელმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
რაც შეეხება ნოემბერში იმპორტის 3-პროცენტიან კლებას, ამის ერთ-ერთი მიზეზი შარშან დაფიქსირებული მაღალი იმპორტია, როდესაც საქართველოში თვითმფრინავების იმპორტი განხორციელდა.