საქსტატი - ნოემბერში ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგი ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ ინფლაციაზე 0.2 პროცენტით ნაკლები იყო და -0.1 პროცენტი შეადგინა
საქსტატი - ნოემბერში ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგი ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ ინფლაციაზე 0.2 პროცენტით ნაკლები იყო და -0.1 პროცენტი შეადგინა

2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო.

საქსტატის ცნობით, ამ მეთოდოლოგიით, 2023 წლის ნოემბერში ინფლაციამ -0.1 პროცენტი შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 0.1-პროცენტიან ინფლაციაზე.

რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – -3.8%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 5.1%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 0.0%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 2.5%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – -3.2%; ჯანმრთელობის დაცვა – -3.8%; ტრანსპორტი – 2.1%; კავშირგაბმულობა, – -2.3%; დასვენება, გართობა და კულტურა – -2.3%; განათლება – 3.4%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 6.6%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 8.5%.