2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.8 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 17,8 პროცენტით გაძვირდა. კერძოდ, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასებმა 27 პროცენტით მოიმატა, უალკოჰოლო სასმელები 24 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 23,5 პროცენტით, შაქარი და სხვა ტკბილეული – 20 პროცენტით, თევზეული 19 პროცენტით, ზეთი და სხვა ცხიმი – 17,1 პროცენტით, ხილი – 16,8 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი – 15,3 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 14,1 პროცენტით, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10,5 პროცენტით.