საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.7%-ით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 14.8%-იანი ზრდით, რამაც 2.55 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, უწყების მონაცემებით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 6.6%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.8%-იანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 2.69 პროცენტული პუნქტი შეიტანა.