სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.6 პროცენტით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.3-პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 26.1-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 5.7-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 5.79 და 3.17 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.