საქსტატი - ივლისში ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგი ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ ინფლაციაზე 0.8 პროცენტით ნაკლები იყო და -0.5 პროცენტი შეადგინა
2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. საქსტატის ცნობით, ამ მეთოდოლოგიით, 2023 წლის ივლისში ინფლაციამ -0.5 პროცენტი შეადგინა, რაც 0.8 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 0.3-პროცენტიან ინფლაციაზე.
რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ასე ნაწილდება:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – -0.2%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 6.4%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 0.8%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 3.5%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – 1.4%; ჯანმრთელობის დაცვა – -7.3%; ტრანსპორტი – -13.1%; კავშირგაბმულობა – -2.7%; დასვენება, გართობა და კულტურა – 1.0%; განათლება – 7.0%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 6.1%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 9.9%.