საქსტატი - დეკემბერთან შედარებით, იანვარში მშენებლობა გაიაფდა, წლიურად კი - გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 4.4 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.9-პროცენტიანი კლებით, რამაც -4.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.2 პროცენტით. ინდექსის ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.7-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.3-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 4.42 და 1.94 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 12.2 პროცენტით გაიზარდა.