საქსტატი - იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი ნებართვა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობებზე გაიცა
საქსტატი - იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი ნებართვა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობებზე გაიცა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 6 975 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,6 პროცენტით ნაკლები) 3925,3 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30,2 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 76,7 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე.

კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52,8 პროცენტი თბილისზე, 10,2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 7,0 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე და 6,7 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, 27,3 პროცენტი თბილისზე, 14,3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 10,1 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე, ხოლო 9,8 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1195,4 ათასი კვ.მ ფართობის 1445 ობიექტი.