საქსტატი - იანვარ-მაისში ყველაზე მეტად ნაქსოვი ნაწარმისა და წყლის ექსპორტი გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 327.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.1 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 144.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.8 პროცენტია, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 85.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, 103.7 პოცენტით გაიზარდა წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით და 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 94.3 პროცენტით, 29.0 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა ტრიკოტაჟის ნაწარმის ექსპორტი. ასევე 88.6 პროცენტით, 32.6 მლნ აშშ დოლარამდეა გაზრდილი თხილის და სხვა კაკლის ექსპორტი.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტი 24.4 პროცენტით გაიზარდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 26.6 პროცენტით.