საქსტატი - იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.7 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7,481.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 27.8 პროცენტით გაიზარდა 2,275.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 5,206.0 მლნ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 19.3 პროცენტით მეტია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ივლისში, 2,930.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტია.
ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1,107.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 868.0 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 829.9 მლნ. აშშ დოლარით.